არტეფაქტების მუზეუმი

07.12.2018

თემის “ჩვენი ადგილი დროსა და სივრცეში” შეჯამების ფარგლებში, ჩვენი სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) პირველკლასელებმა მოაწყვეს არტეფაქტების მუზეუმი.
არტეფაქტების მუზეუმში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნივთები, რომლებიც დამთვალიერებლებს აწვდიდა ინფორმაციას მოსწავლის ოჯახის ისტორიასა და ამ ნივთის მნიშვნელობაზე მათ ცხოვრებაში.
თითოეულ ბავშვს გამოყოფილი ჰქონდა საკუთარი სტენდი, სადაც წარმოადგენდა თავის არტეფაქტს და აჩვენებდა თემის ძირითადი იდეის მისეულ გაგებას (ისტორიები, რომლებიც გვეხმარება საზოგადოებაში ჩვენი ადგილის პოვნაში).

Share on: