ახალი ამბები

Whoville Party

31 Dec 2019

24 დეკემბერს,ევროპულ ბაღში ჩატარდა საახალწლო წვეულება "Whoville Party". თოვლის ბაბუს სტუმრობით გახალისებულმა პატარებმა მხიარულად წარმოადგინეს ამ დღისთვის მომზადებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები.

კურსდამთავრებულთა შეხვედრა

28 Dec 2019

27 დეკემბერს ”ევროპულ სკოლაში” კურსდამთავრებულთა შეხვედრა გაიმართა. წელს, ამ ღონისძიების დამახასიათებელი ტრადიციული აქტივობების გარდა, შედგა ინფორმაციული შეხვედრა მაღალი კლასის მოსწავლეებთან, სადაც კურსდამთავრებულებმა თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით და მიღწევებით მოტივაცია აუმაღლეს სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა კურსდამთავრებულთა ყოველდღიური ყოფის, გამოწვევებისა და წარმატების მიღწევის გზების გაცნობა. უფროსმა მეგობრებმა დახმარება აღუთქვეს მოსწავლეებს საუნივერსიტეტო მზადების გამოწვევების დასაძლევად და სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობაც გამოთქვეს. საღამოს საზეიმო შეხვედრა გაგრძელდა სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში, სადაც მეგობრული ღიმილით ხვდებოდა თითოეული დამხვედრი უკვე სტუმრად მოსულ კურსდამთავრებულებს. მასწავლებლებისა და ხელმძღვანელების თბილმა მიმართვებმა, ყოფილი თანაკლასელების, მონატრებული დამრიგებლების ნახვამ, ლამაზი მოგონებების გაზიარებამ ამ საღამოს დაუვიწყარი ელფერი შესძინა.

საახალწლო დღესასწაული

27 Dec 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ახალი წლის მოახლოება. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეასრულეს სასიმღერო და საცეკვაო ნომრები მე-7,8 და 9 კლასელებმა მოამზადეს წლის შემაჯამებელი ვიდეო. მოაწყეს გასართობი თამაშები და კარაოკე/დისკოთეკა. საშუალო საფეხურის მოსწავლეებმაც მოამზადეს სადღესასწაულო ნომრები, იცეკვეს, იმღერეს მიულოცეს პედაგოგებსა და თანატოლებს ახალი წლის დღესასწაული, გამართეს გასართობი თამაშები და იცეკვეს დიჯეის მუსიკის თანხლებით.

Secret Santa

27 Dec 2019

“ევროპული სკოლის” თანამშრომლებს 27 დეკემბერს გადაეცა სკოლის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად მომზადებული საახალწლო საჩუქრები, მოგვიანებით კი თანმშრომლები სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ Secret Santa-ს საჩუქრების მისაღებად. საჩუქრების გახსნის და Secret Santa-ს გამოცნობის პროცესი სახალისო აღმოჩნდა თითოეული მოთამაშისთვის და მისცა საშუალება თანამშრომლებს, უფრო უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი.

საახალწლო სპექტაკლი

25 Dec 2019

ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სადღესასწაულო წარმოდგენები გრძელდება. 24 დეკემბერს მე-4 ბ კლასმა წარმოგვიდგინა საახალწლო სპექტაკლი რუსულად. მე-2 ა,ბ და გ კლასის მოსწავლეებმა გვიჩვენეს სპექტაკლი ,,სათაგური“ და ,,საშობაო ზღაპარი.“ მე-5 კლასელებმა კი ცნობილი სადღესასწაულო სიმღერები შეასრულეს. მოსწავლეებმა უკვე შექმნეს საახალწლო განწყობა და მოსულ სტუმრებს გაუზიარეს სითბო და სიყვარული.

საშობაო გამოფენა

25 Dec 2019

“ევროპულ სკოლაში“ ტრადიციულად მოსწავლეთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შობა-ახალი წლის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, კოლაჟები და კონსტრუქციები. ნამუევრები შექმნილი იყო მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით. საშობაო გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართული პროგრამის დაწყებითი, საბაზო საფეხურისა და საერთაშორისო ბაკალავრეატის PYP და MYP პროგრამის მოსწავლეებმა.

საახალწლო კარნავალი

25 Dec 2019

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ზღაპრული წვეულება მოაწყეს. პირველი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს. მე-3 კლასელებმა წარმოგვიდგნიეს საქართველოს სხავადსხვა კუთხეები თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს, შეარულეს მუსიკალური ნომრები ქართული ფილმებიდან და ძველი თბილისის სცენები წარმოგვიდგინეს. პირველკლასელებმა კი საშობაო სიმღერა შეგვისრულეს და სანტა კლაუსსთან ერთად იცეკვეს. სახალისო და სანახაობრივი ნომერი აღმოჩნდა ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეთა მიერ შესრულებული “თოჯინების ცეკვა.“

საახალწლო განწყობა “ევროპულ სკოლაში“

25 Dec 2019

დღეს “ევროპულ სკოლაში“ საახალწლო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეები თავისუფალი, საახალწლო ჩაცმულობით მოვიდნენ. ერთი დღე ფორმის გარეშე გაატარეს და დაიწყეს საახალწლო მზადება. სანტას ქუდებსა და სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილი მოსწავლეები სკოლის შიდა ეზოში შეიკრიბნენ გასართობად და საახალწლო ემოციების გასაზიარებლად. დერეფნები და საკლასო ოთახები უკვე მორთულია სადღესასწაულოდ.

რობოტების შეჯიბრი FabLab-ში

19 Dec 2019

16 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ფაბლაბში მეორედ ჩატარდა რობოტების შეჯიბრი სუმოში – “Sumo Bot Challenge”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ “ევროპული სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეები. კონკურსის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე არენა, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული კონკურენციის პირობებში, ყველაზე კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა მოიგო კონკურსი და გადაეცა წლის SumoBot-ის წოდება.