ახალი ამბები

ყურადღება!

30 Sep 2015

ხვალ, 1 ოქტომბერს, მოხუცთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ევროპულ სკოლაში“ წითელ ჯვართან ერთად მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხით დავეხმარებით ვარკეთილში მდებარე მოხუცთა სახლს. გთხოვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ ღონისძიებაში.

ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატი

25 Sep 2015

"ევროპულ სკოლაში“ დაიწყო ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი. თამაშების შედეგები იხილეთ ვრცლად... 

სადიპლომო პროგრამის ტრენინგი ბაკურიანში

21 Sep 2015

  2015 წლის 18-19 სექტემბერს სადიპლომო პროგრამის მე-11 კლასის მოსწავლეები გასვლითი ტრენინგის ფარგლებში იმყოფებოდნენ ბაკურიანში.   ტრენინგის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ სადიპლომო პროგრამის მთავარ კომპონენტებს და  წარმოედგინათ თავიანთი CAS პროექტების იდეები .   მოსწავლეებს ჩაუტარდათ საორიენტაციო სესიები შემდეგ საკითხებზე- სადიპლომო პროგრამა , TOK-ცოდნის თეორია, EE- სადიპლომო ნაშრომი , აკადემიური კეთილსინდისიერება, საუნივერსიტეტო გზამკვლევი, CAS-ის პირველი ინტერვიუ.   სესიების განმავლობაში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლ;ობა, დაესვათ კითხვები კოორდინატორისთვის,  ჩართულიყვნენ  დისკუსიაში და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.  

ყურადღება!

19 Sep 2015

  ა.წ. 21 სექტემრიდან იწყება მეცადინეობები "ევროპული სკოლის“ სპორტულ, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებსა და სტუდიებში. იხილეთ  განრიგი ვრცლად: 

ყურადღება!

18 Sep 2015

ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატი   21 სექტემბერს "ევროპულ სკოლაში“ იწყება ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი, რომელიც ჩატარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში: I კატეგორია     - IV-VI კლასები; II კატეგორია    - VII-IX კლასები; III კატეგორია   - X-XII კლასები. 18 სექტემბერს ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

ყურადღება!

15 Sep 2015

ევროპული სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ!   ა.წ. 19 სექტემბერს, შაბათს, დანიშნულია შეხვედრა სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებთან თემაზე: "ელექტრონული ჟურნალი სასწავლო პროცესში“.   პირველი კლასების მოსწავლეთა მშობლებისთვის – 11:00 სთ–ზე   II-XII კლასების მოსწავლეთა მშობლებისთვის – 12:00 სთ–ზე   შეხვედრის ხანგრძლივობა – 1 სთ.   ოთახი 47, ისტ კათედრა

ყურადღება!

11 Sep 2015

“ევროპული სკოლა“ 2015-2016 სასწავლო წელს გთავაზობთ სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებას!