ახალი ამბები

08 Sep 2015

სანამ ახალი სასწავლო წლის მოსალოცად მოგმართავდით, წინა წლების ჩემს მისალმებებს გადავხედე – თავიდან თქვენ ჩემთვის იყავით "პატივცემული კოლეგები, მშობლები, საყვარელი ბავშვები“, სამი წლის თავზე კი ასე მოგმართეთ – "ჩემო ძვირფასებო“.. ეს სიტყვები ყველაზე მეტად ერგება ჩემს დამოკიდებულებას თქვენდამი, ამიტომ ისევ ასე დავიწყებ:  ჩემო ძვირფასებო!  მეცხრე წელია ერთად ვართ! ეს უკვე ძალიან სერიოზული პერიოდია ადამიანური ურთიერთობების გამოსაცდელად და სკოლის განვლილი გზის შესაფასებლად. "ევროპული სკოლა“ წარმატებით ასრულებს იმ მისიას, რომელიც დაარსების  დღიდან აირჩია– აღზარდოს ჯანსაღი, განათლებული, პროფესიაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალული, ეროვნული ღირებულებების დამცველი, თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული თაობა. ამ მიზნის მისაღწევად კი "ევროპული სკოლა“ ეტაპობრივად გათვლილი სწორი გზით მიდის.  წელს ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს –განახლებული და გაზრდილი სკოლის შენობა, გალამაზებული ინტერიერი, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ლაბორატორიები და კაბინეტები , საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და ბიბლიოთეკები.  თქვენ უკვე იცით, რომ სკოლაში წარმატებით ხორციელდება 3 განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამა –ეროვნული და საერთაშორისო. დიდი და სერიოზული წარმატებაა სკოლისთვის ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით "ევროპული სკოლა“ თანამედროვე გლობალური განათლების ქსელის სრულუფლებიანი წევრია. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ წელს პირველად სკოლა ჩაერთო გაცვლით პროგრამაში ამერიკის ერთ–ერთ პრესტიჟულ სკოლასთან (ამერიკული სკოლის 2 სტუდენტი უკვე გაემგზავრა აშშ–ში, ხოლო იანვრიდან კიდევ 2 გაივლის ერთ სემესტრიან კურსს ამავე სკოლაში).   "ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულები უკვე მეოთხე წელია ასახელებენ სკოლას საქართველოში და მსოფლიოს 19 ქვეყანაში.   წელს განსაკუთრებული წელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი პირველი კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი უკვე ამთავრებს უმაღლეს სასწავლებლებს და დარწმუნებულნი ვართ, ცხოვრების ასპარეზზე გამოსულნი, კიდევ მრავალ გამარჯვებას  გვაზიარებენ.  გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!   გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, პროფესიულ წინსვლას,  წარმატებას და , რაც მთავარია, გამძლეობას!  თქვენი ნანა მოსიძე.2015 წელი 7 სექტემბერი.

ყურადღება!

04 Sep 2015

ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეძენა შეგიძლიათ 7 სექტემბრიდან შემდეგ  მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 14 (უნივერსიტეტის მე-4 კორპუსი). "ინგლისური წიგნი საქართველოში“. გთხოვთ, მიუთითოთ ქართული სექტორი. 

ყურადღება!

27 Aug 2015

AdvancED აკრედიტაციის სამმართველოს დადგენილებით, ჩრდილო-ცენტრალური და ჩრდილო-დასავლეთის ასოციაციების სააკრედიტაციო კომისიების მიერ "ევროპული სკოლის" American High School-ს მიენიჭა აკრედიტაცია.  "ევროპული სკოლის" American High School, როგორც აკრედიტებული დაწესებულება, 70-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ 32000 მოწინავე სკოლის გლობალური ქსელის წევრია. ეს ფაქტი ადასტურებს ჩვენს სწრაფვას მაღალი ხარისხის განათლებისაკენ. ამასთან ერთად ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ჩვენი მისიისა - ავამაღლოთ სწავლების შედეგები და ვუზრუნველყოთ უსაფრთხო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემო.  ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ თანამედროვე გლობალური განათლების ქსელის სრულუფლებიანი წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში.ევროპული სკოლის ადმინისტრაცია 

ყურადღება!

20 Jul 2015

წარმოგიდგენთ 2015-2016  სასწავლო წლის სახელმძღვანელოების სიას.

მშობელთა საყურადღებოდ!

08 Jul 2015

გთხოვთ, მოსწავლეთა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, დროულად მიაკითხოთ სამკერვალო ატელიეს. მისამართი: ცოტნე დადიანის ქუჩა N7("ქარვასლა“), V სართული, ოთახი N 42-44 ტელ.: 230 59 93 "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

08 Jul 2015

"ევროპულ სკოლაში“ 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყება 7 სექტემბერს "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

საქართველოს დელეგაცია ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

06 Jul 2015

5-12 ივლისს ქალაქი სოფია ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, სადაც საქართველოს მასშტაბით შერჩეული მოსწავლეთა ნაკრები პირველად იღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან "ევროპული სკოლის" მოსწავლეები: გიორგი მაჭარაშვილი - გუნდის კაპიტანი და ნიკოლოზ გოზალიშვილი - დამკვირვებელი.   ტურნირს მოწვეული ჟიურის წევრის რანგში ესწრება პეტრე ბაბილუა  - ევროპული სკოლის მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი, თსუ-ს პროფესორი. წარმატებას ვუსურვებთ მათ!

მოსწავლეთა, მშობელთა, მასწავლებელთა საყურადღებოდ!

16 Jun 2015

"ევროპული სკოლა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. სკოლა ეხმიანება მერიის განცხადებას და სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იწყებს ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვებას.  ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მსურველებს, ვთხოვთ, ზემოთ ხსენებული ნივთები  მოიტანონ სკოლაში 17-18-19 ივნისს და ჩააბარონ შებამისი პროგრამების კოორდინატორებს!"ევროპული სკოლის" სკოლის ადმინისტრაცია