ბრიტანეთის საბჭოს ტრენინგი

14.05.2019

11-12 მაისს ბრიტანეთის საბჭოსა და “ევროპული სკოლის“ სამწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ინგლისური ენის სწავლების სფეროში საყოველთაოდ ცნობილმა ექსპერტმა – სკოტ თორნბერიმ პედაგოგებისთვის საინტერესო ტრენინგები ჩაატარა.

სკოტს, როგორც პედაგოგს და ტრენერს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. საერთაშირისო ექსპერტი სკოტ თორნბერი წარმატებით მუშაობდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი ავტორობით გამოიცა არა ერთი ყველასათვის საჭირო სახელმძღვანელო ენის სწავლებასა და მეთოდოლოგიაზე.

2 დღიანი ტრენინგი მიზნად ისახავდა ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებას, რომელსაც ესწრებოდნენ არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ ინგლისური ენის სწავლების სფეროში ჩართული პროფესიონალები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

Share on: