გაკვეთილი თბილისის ზღვაზე

08.05.2019

3 მაისს “ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-4 A და B კლასის მოსწავლეები თბილისის ზღვაზე წავიდნენ და თანამედროვე არტისტის მაიკლ გრების სტილში ქვის ინსტალაციები ააგეს.
გაკვეთილის მთავარი თემა იყო “ენერგია.” ინსტალაციის აგების დროს მოსწავლეები დააკვირდნენ როგორ მოქმედებს მიზიდულობის ძალა და უკეთ გაიგეს მისი თვისება. 
მოსწავლეთა ჯგუფს ხელოვნების პედაგოგი ბაჩო გოგოლაშვილი ხელმძღვანელობდა.

Share on: