გასვლითი გაკვეთილი ეროვნულ მუზემუსა და გალერეაში

05.11.2018

ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას ეწვივნენ.
საქართველოს მუზეუმში მათ ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა იხილეს. გამოფენა “დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე” პირველად 2002 წელს მოეწყო და მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს.
მოსწავლეებმა ასევე ნახეს საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია და ქართული კოსტიუმებისა და იარაღის გამოფენა.
შემდგომ ისინი ეროვნულ გალერეას ეწვივნენ, სადაც მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე დაათვალიერეს მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვრების: ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.

Share on: