“ევროპული სკოლის“ ელჩები ევროსაბჭოში

11.04.2019

2-4 აპრილს სტრასბურგში ევროსაბჭოში “ევროპული სკოლის“ აკადემიური დირექტორი სოფიო ბაზაძე, MYP კოორდინატორი ლინდა ციცქიშვილი და მოსწავლეები რეგიონალური თვითმმართველობის 36-ე კონგრესს დაესწრნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ (MGSDV) 2012 წლიდან ხელმძღვანელობს ახალგაზრდული დელეგაციების მონაწილეობას საქართველოდან ევროსაბჭოს სესიებზე.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები დაესწრნენ საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს, მოისმინეს ლექციები მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე და პრობლემებზე.
ევროსაბჭო აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს რომელთაგან 28 ევროკავშირის წევრია. საქართველო 1999 წლიდან ევროსაბჭოს 41-ე წევრი ქვეყანაა.

Share on: