ერთი დღე მუზეუმში

22.04.2019

16 აპრილს “ევროპული სკოლის“ მე-2ა კლასი ხელოვნების სასახლეს ეწვია. ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 7 მუდმივმოქმედი დარბაზი, სადაც მუზეუმის გამორჩეული ექსპონატებია წარმოდგენილი.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაეცნენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. პრაქტიკულ ნაწილში კი დაამზადეს ხელნაკეთი სააღდგომო ბატკანი.

Share on: