ექსკურსია ტაო-კლარჯეთში - უძველესი ქართული ძეგლების კვალდაკვალ

18.10.2018

11-14 ოქტომბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ტაო-კლარჯეთში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე. მათ მოინახულეს შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს კულტურული ძეგლები. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ ის მნიშვნელოვანი ადგილები, რომელთა შესახებაც საქართველოს ისტორიისა და ქართული ჰაგიოგრაფიის კურსის შესწავლისას იღებენ ინფორმაციას.
ოთხდღიანი ტურის განმავლობაში მათ მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი მოინახულეს, მათ შორის: მერეს ციხე, ქაჯეთის ციხე, არტაანი, შავშეთი, სათლეს ციხე, ტბეთი, დოლისყანა, ართვინი, არტანუჯი, ჯოჯოხეთის კანიონი, ახიზას ციხე, იუსუფელი, ოთხთა ეკლესია, კავკასიძეების ციხე, ვეჟანგეთის ციხე, იშხანი, ოშკი, ხახული, თორთუმის ჩანჩქერი, თორუმის ციხე და ბანის ტაძარი.

Share on: