ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

16.11.2018

ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.
16 ნოემბერს ცენტრში გაიხსნა ერეკლე II-ისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იყო ერეკლე II-ს პერიოდის სიგელ-გუჯრები, ხელნაწერები და სხვა დანიშნულების დოკუმენტები.
ახალი ექსპოზიციის გარდა, მოსწავლეები გაეცნენ მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია უძველეს ხელნაწერთა მულიაჟები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია უძველესი ქართული ბეჭდვითი საქმიანობის შესახებ და დაათვალიერეს პირველი ქართული ნაბეჭდი ძეგლები (იტალიურ-ქართული ლექსიკონი, ვეფხისტყაოსანი და სხვა).

Share on: