ვორქშოფი ადამიანის უფლებებზე

13.11.2018

სამშაბათს, 13 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ჩვენი მოსწავლეებისათვის ჩატარდა ვორქშოფი “საერთაშორისო და ევროპული ადამიანის უფლებების შესავალი”
შეხვედრას უძღვებოდა შარლოტ ვასერანი, მოწვეული ტრენერი გერმანიიდან.
ადამიანის უფლებათა ახალგაზრდული ცენტრი , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია MGSDV – Youth for Democracy-ს ბაზაზეა დაფუძნებული, სამომავლოდაც გააგრძელებს ევროპული სკოლის მოსწავლეებისათვის რეგულარულ ვორქშოფებს ადამიანის უფლებების თემაზე.

Share on: