კვების სისტემა

“ევროპული სკოლა“ სკოლის ტერიტორიაზე არსებულ  სასადილოსა და კაფეტერიაში მოსწავლეებსა და თანამშრომლებს  სთავაზობს მრავალფეროვან, ჯანსაღ და გემრიელ საკვებს, რომლის ოთხმოცდაათი პროცენტი მზადდება ადგილზე, ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი მზარეულების მიერ. სასადილო ცდილობს, ძირითადად გამოიყენოს ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც ინარჩუნებს კვებით ღირებულებას მოკლე მანძილზე, ტრანსპორტირებიდან გამომდინარე. საკვების  ხარისხიანობის უზრუნველსაყოფად კერძები მზადდება ყოველდღიურად, ახალი პროდუქტით. კვების მენიუ, რომელიც სასურველი ენერგიის დონეს უნარჩუნებს მოსწავლეებს მთელი დღის მანძილზე, შედგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საუზმისა და სადილის მირთმევა შესაძლებელია სკოლის სასადილოსა და კაფეტერიაში, რომელიც ემსახურება დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს. საუზმისა და სადილის დროს მოსწავლეები ითვისებენ მაგიდასთან ქცევის წესებს, ურთიერთობენ თანატოლებთან კომფორტულ გარემოში. მოსწავლეებს შეუძლიათ, სახლიდან მოიტანონ საკვები, თუ არ სარგებლობენ სკოლის კვებით.

მენიუ I – V კლასებისთვის

საუზმე

9:35 – 9:50 საათი, 1-2 კლასები;

10:35 – 10:50საათი, 3-5 კლასები;

სადილი

13:15-13:45საათი, 1-5 კლასები.

 

ბავშვებისათვის კერძების დამზადება ნამდვილი გამოწვევაა ყველაზე პროფესიონალი შეფ-მზარეულისთვისაც კი – ისინი საკმაოდ კრიტიკული შემფასებლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბოსტნეულით მომზადებულ საჭმელს ეხება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და მონდომებით შევქმნით მათთვის გემრიელ და რაც მთავარია, ჯანსაღ კერძებს.

 

სკოლის კაფეტერია და სასადილო ფუნქციონირებს მთელი დღის მანძილზე, 9:00-17:00 საათებში.

მოსწავლეებს ვთავაზობთ მენიუს სამ განსხვავებულ ვარიანტს.

ბარათების სისტემა

ბარათებით იხდიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. ინდივიდუალურ ID ბარათს აქვს მოსწავლის ფოტო და კოდი, რომელიც იძლევა საშუალებას, ტურნიკეტთან გატარებისას წინასწარ გადახდილი თანხა ჩამოიჭრას ანგარიშიდან. პროცესი მარტივი და კომფორტულია.

 

2 კვირიანი მენიუ

 

 

Birthday Box

 

  დაბადების დღე ევროპულ სკოლაში

ჩვენი სკოლის კაფეტერია უზრუნველყოფს დაბადების დღის მენიუს თქვენი შვილისა და მისი მეგობრებისათვის.
შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ელექტრონული განაცხადის ფორმის საშუალებით ან მიღების სამსახურში აპლიკაციის შევსებით.

დაბადების დღე სკოლაში

გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა