კლასიკური მუსიკის ფესტივალი

01.03.2018

მოსწავლეებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, “ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება კლასიკური მუსიკის ფესტივალი. წელს, 22-28 თებერვალს ჩატარებული რიგით მეოთხე ფესტივალი ბევრ საინტერესო ღონისძიებას მოიცავდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა: ვოკალისტმა ლიანა ჩივაძემ და საფორტეპიანო დუეტმა “ქრისტინა და რეჯინა“. მეორე ტურის ყველა მონაწილეს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ. ნომინაციებში: განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი, განსაკუთრებული ტექნიკური შესრულება, აკადემიური შესრულება და ჟიურის სიმპათია გამარჯვებული მოსწავლეები არიან: ქართული პროგრამის VI კლასის მოსწავლე თემურ თვაური, PYP V კლასის მოსწავლე სისი, ქართული პროგრამის V კლასის მოსწავლე ნუცა მესტვირიშვილი და DP XI კლასის მოსწავლე ლუკა შატბერაშვილი.

 

Share on: