მეორე PYP ასამბლეა

19.11.2018

19 ნოემბერს გაიმართა დაწყებითი პროგრამის (PYP) მეორე ასამბლეა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა მარიამ ხუროძემ და ეკრინ კურტსოუმ წარმოადგინეს საერთო პრეზენტაცია მშვიდობის თემაზე. მათ ხაზი გაუსვეს მშვიდობის მნიშვნელობას ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის და ისაუბრეს გაერთიანებული ძალებით მისი შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა მოამზადეს და გაითამაშეს სხვადასხვა სიტუაციები სკოლის ყოველდღიური ცხოვრებიდან და განიხილეს მშვიდობა როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ დონეზე.

Share on: