მოსწავლეები მწერალთა პანთეონში

22.04.2019

16 აპრილს V (PYP) კლასის მოსწავლეები “მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს“ ესტუმრნენ. ორი კვირის განმავლობაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წყვილებსა და ჯგუფებში გაინაწილეს სამუშაო და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში: მოიძიეს საინტერესო ბიოგრაფიული ცნობები ქართველი მწერლების შესახებ და მოამზადეს პრეზენტაციები, შეისწავლეს ლექსები და მხატვრულ კითხვაში გაიწაფნენ.
მთაწმინდაზე მოსწავლეებმა პანთეონი დაათვალიერეს, პატივი მიაგეს წინაპართა ხსოვნას და მათი საფლავები თაიგულებით შეამკეს, აგრეთვე წაიკითხეს ლექსები. იქვე მდებარე მამადავითის ეკლესიაც მოინახულეს. ეს დღე მოსწავლეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

Share on: