მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღე “ევროპულ სკოლაში“

25.04.2018

25 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღე გაიმართა.

დილა ორიგინალურად დაიწყო – მოსწავლეები პედაგოგებსა და მშობლებს ლიტერატურული გმირების ფორმებში გამოწყობილები ეგებებოდნენ, რამაც ყველას პოზიტიური და ლიტერატურული განწყობა შეუქმნა.

სკოლამ უმასპინძლა მრავალ საინტერესო ღონისძიებას, პროექტსა და ღია გაკვეთილს.

დღე გახსნეს ქართული პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეებმა; მათ წარმოადგინეს საინტერესო ღია გაკვეთილი თემით – “ლექსი თვითონ მწერს.“ გაკვეთილზე მოსწავლეებმა განიხილეს ლექსები, იმსჯელეს პოეზიაზე. საინტერესოდ ჩაიარა მე-6 კლასის მოსწავლეების პროექტმა – “გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“

მშობლიური ენისა და ლიტერატურის დღის ფარგლებში, ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს დისკუსია სათაურით – “რაც არა გწამდეს, იგი ქმენ“ – დღის ბოლოს კი, უფროსკლასელებს უმასპინძლა “ევროპული სკოლის“ IB ბიბლიოთეკამ, სადაც ჩატარდა დისკუსია თემაზე “რა ენა წახდეს.“


Share on: