ნორვეგიელი მუსიკოსების გაკვეთილები

08.04.2019

“ევროპული სკოლა“ განსაკუთრებულ სტუმრებს ნორვეგიელ მუსიკოსებს მასპინძლობდა. მათ განსხვავებული სწავლების მეთოდით მუსიკის გაკვეთილები PYP პროგრამის 3-5 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს. ნორვეგიული მუსიკის აკადემია ლიდერია მუსიკის პედაგოგიკის სფეროში. მუსიკოსები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროექტის ფარგლებში ეწვივნენ საქართველოს და “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგის ნინო ჭალისურის ინიციატივით ახალი სწავლების მეთოდებით ჩაატარეს გაკვეთილები, რომელიც ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. თებერვალში ნინო თავად იმყოფებოდა ოსლოში. მან შეისწავლა მუსიკის სწავლების ინოვაციური მეთოდები და ახალა უკვე “ევროპულ სკოლაში“ ნერგავს სიახლეებს.
მუსიკოსების ჯგუფმა გაკვეთილების შემდეგ სოლო კონცერტი გამართეს, რომელიც სრული ანშლაგით ჩატარდა. ოსლოს მუსიკის აკადემია და “ევროპული სკოლა“ მომავალშიც გააგრძელებენ შემოქმედებით ურთიერთობას.

Share on: