პირველადი სამედიცინო დახმარება

13.03.2019

WeSkiGeorgia-მ არაფორმალური განათლების პროექტის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ სხვადასხვა კლასებში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.
ტრენერის დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს: ჭრილობის პირველადი დამუშავება, ხელოვნური სუნთქვის მართვა, შოკური მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები და სხვ.
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებმა შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

Share on: