პროფესიული განვითარების დღე

08.04.2019

8 აპრილი “ევროპულ სკოლაში“ პროფესიული განვითარების დღედ გამოცხადდა. 100-მდე პედაგოგს სპეციალური ტრენინგები ორგანიზაცია MAC Georgia-ს და “ბრიტანეთის საბჭოს“ წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.
ინტერაქციულ რეჟიმში წარმართული შეხვედრები ძალიან საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა სხვადასხვა ფოკუსჯგუფებისთვის. პედაგოგები სპიკერებს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, ხოლო გამომსვლელები მსჯელობდნენ მოსწავლის თანამედროვე აღზრდისა და განვითარების შესაძლებლობებზე.
ტრენინგების თემა იყო: ქცევის მართვა, სწავლების უნივერსალური მეთოდები, აკომოდაცია და მოდიფიკაცია, სასწავლო სტრატეგიები და ბავშვთა უფლებების დაცვა.
“ევროპული სკოლის“ დირექცია, ხარისხის მართვის სამსახური მომავლშიც იზრუნებს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე.

Share on: