რა უნდა ვიცოდეთ ფაროსანას შესახებ?

10.05.2019

8 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მაკა მურვანიძე შეხვდა, რომელიც აგრეთვე USAID/REAP პროექტის კონსულტანტია აზიური ფაროსანას კვლელვის მიმართულებით.
პროფესორმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია “რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ.“ მან ისაუბრა მორფოლოგიის, ბიოლოგიის, მავნებლის კონტროლის საშვალებებზე და გააცნო მოზარდებს საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები ფაროსანას შესახებ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში ჩატარდა და მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

Share on: