ახალი ამბები

ჩემი ადგილი სამყაროში

12 Jun 2019

10 ივნისს, ევროპულ საბავშვო ბაღში მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია თემაზე ,,ჩემი ადგილი სამყაროში". ბავშვებმა სიხარულით წარუდგინეს მშობლებს თავიანთი ნამუშევრები და უამბეს თუ როგორ იმოგზაურეს დედამიწის გარშემო.

გამოსაშვები საღამო

10 Jun 2019

25-26 მაისს “ევროპულ ბაღში“ საზეიმო განწყობა იყო: გამოსაშვები საღამო, სახელწოდებით “Rock around the clock,” ბევრი ფერი და როკენროლური მხიარულება. კიდევ 4 გამოსაშვები ჯგუფი დაემშვიდობა ბაღს. ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. 

დამოუკიდებლობის დღე “ევროპულ ბაღში“

27 May 2019

ევროპული ბაღის აღსაზრდელებიც გილოცავენ 26 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! ბავშვებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და დროშებით გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

დედამიწის დღე “ევროპულ ბაღში"

23 Apr 2019

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს “ევროპულ ბაღში“ ხელნაკეთი აპლიკაციების გამოფენა მოაწყეს. ექსპოზიცია ბავშვებმა აღმზრდელებთან ერთად შექმნეს და გამოფინეს. პედაგოგებმა პატარებს ესაუბრნენ დედამიწის დასუფთავების, ნარჩენების დახარისხების, მეორადი ნივთების გამოყენების მნიშვნელობაზე, რათა მომავალში მათ იცოდნენ გარემოს დაცვა და გაუფრთხილდნენ ბუნებას.

ესტონელი სტუმრები

12 Apr 2019

11 აპრილს “ევროპულ ბაღს“ ესტონელი საბავშვო ბაღის მენეჯერები და მასწავლებლები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს “ევროპული ბაღი“ და “ევროპული სკოლა.“ დაესწრნენ რამდენიმე აქტივობას და აზრები გაუზიარეს ერთმანეთს. უცხოელი მენეჯერსბისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ვიზიტი.

გამოფენა “როგორ მუშაობს სამყარო“

06 Apr 2019

4 აპრილს “ევროპულ ბაღში“ გამოფენა მოეწყო სახელწოდებით “როგორ მუშაობს სამყარო.“ ექსპოზიციის შექმნაში მონაწილეობა ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მათ ბევრი რამ შეიტყვეს ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს, მწერების, ამფიბიების შესახებ. პატარებმა საკუთარი ნამუშევრები მშობლებსა და ოჯახის წევრებს გააცნეს.