სასწავლო ტური ბაკურიანში

13.03.2019

“ევროპულის სკოლის“ IB DP პროგრამების მოსწავლეების მონაწილეობით საქართველოს ულამაზეს კურორტ ბაკურიანში გაიმართა 3 დღიანი სასწავლო-შემეცნებითი ტური, რომლის დროსაც მოზარდები ჩაერთვნენ CAS (Creativity, Activity, Service) აქტივობებში.
სემინარების დროს მათ შეისწავლეს მულტიკულტურული გუნდური მუშაობა; გაიარეს პირველადი დახმარების ტრენინგი; მოაწყეს ინტელექტუალური თამაშები და სხვ. შედეგად მათ გაიღრმავეს ცოდნა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებში, შეიძინეს გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეების კმაყოფილების გათვალისწინებით გადაწყდა რომ მსგავსი გასვლითი სემინარები რეგულარულად ჩატარდება.

Share on: