სახვითი ხელოვნების კონკურსის გამარჯვებულები

16.05.2019

11 მაისს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა და დაჯილდოების ცერემონიალი “სახვითი ხელოვნების მუზეუმში“ გაიმართა.
საერთაშორისო ორგანიზაციის RIAF – Georgia World Youth Art Summit-ის ორგანიზებით სახვითი ხელოვნების კონკურსი მოეწყო, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან 680 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის “ევროპული სკოლის“ 21-მა მოსწავლემ წარადგინა ნამუშევრები.
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში “ევროპული სკოლის“ 5-მა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება. გრანპრი მიხეილ ჯონას ოვერლის გადაეცა; ოქროს პრიზით დაჯილდოვდნენ: ელენე ქურდიანი და ალინა სპანოვა; ვერცხლის პრიზი დანიილ იევსტფიევიმ მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი ეიჯრინ იაგმურ კურტი გახდა.
სამომავლოდ გამარჯვებული მხატვრების ნამუშევრების ექსპოზიცია სამხრეთ კორეაში მოეწყობა და დაიბეჭდება 2020 წლის კალენდარზე.

Share on: