"ტვინების ბრძოლა" - შიდა სასკოლო ჩემპიონატი

01.11.2018

ევროპულ სკოლაში ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
შიდა სასკოლო ტურში 5-კაციან გუნდებად დაკომპლექტებულმა მოსწავლეებმა 15 შეკითხვას გასცეს პასუხი.
გუნდები 3 ასაკობრივ კატეგორიად იყვნენ დაყოფილი: მე-3-5 კლასელები, მე-6-8 კლასელები და მე-9-12 კლასელები.
პირველ კატეგორიაში გაიმარჯვეს გუნდებმა “მებრძოლი ტვინები“(ქართული სექტორის მე-6ბ კლასი) და ტვინიკოსები(PYP, მე-4/მე 5 კლასები), მეორე კატეგორიაში გაიმარჯვა “ტესლამ“ (MYP, მე-8ა კლასი), ხოლო მესამე კატეგორიაში გამარჯვებული “ამერიკულის გუნდი“ (AHS მე-10 კლასი) გახდა.
მომდევნო ეტაპზე, მონაწილე გუნდების საუკეთესო ნახევარი სხვა სკოლების გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდება.

Share on: