ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ მოტივატორებთან

08.12.2018

7 დეკემბერს, ევროპულ სკოლას სპეციალური ვიზიტით ეწვია გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ ხელმძღვანელი ვეინ ჯეიკობი, რომელმაც გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებისა და ლიდერების მოსამზადებელი ტრეინინგ- პროგრამა ჩაატარა.
ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი ევროპულ სკოლასა და არასამთავრო ორგანიზაციებს ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ და ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ შორის.
მემორანდუმი მოიცავს, პირველად საქართველოში, გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, პირდაპირი ჩართვის/ ტელეხიდის უზრუნველყოფას გაეროს შტაბ-ბინიდან. კონფერენციის დროს მოხდება სარეზოლუციო პროექტის შემუშავება, რომელიც გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გადაეცემა, როგორც რეკომენდაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხში.
დასასრულს, ევროპული სკოლის მოსწავლეებმა ბატონ ვეინ ჯეიკობსს სკოლის ტური ჩაუტარეს და გააცნეს მისი ინფრასტრუქტურა, აქტივობები და პროგრამები.

Share on: