ფესტივალი "ოქროს საწმისი"

16.11.2018

15 ნოემბერს, ისტორიის პედაგოგ ქ-ნ მაია წენგუაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპულმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალში “ოქროს საწმისი“. ფესტივალი ეძღვნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს.
ჩვენი სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (პედ. ეკა ბერძენიშვილი) წარმოადგინეს სპექტაკლი “განხეთქილების ვაშლი“, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თემატიკაზე დაიდგა.
ფესტივალი ჩატარდა საბერძნეთის საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და თ.ს.უ.-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

Share on: