ახალი ამბები

ევროპული სკოლის და თბილისის 64–ე საჯარო სკოლის VII-VIII კლასელთა ნაკრები გუნდების ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში

10 Dec 2013

9 დეკემბერს "ევროპული სკოლის“ კალათბურთის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა "ევროპული სკოლის“ და თბილისის N 64–ე საჯარო სკოლის VII-VIII კლასელთა ნაკრებ გუნდებს შორის. 

ევროპულ სკოლაში საახალწლო სამზადისი დაიწყო

09 Dec 2013

ევროპული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საახალწლო ღონისძიებებისათვის  ემზადებიან. გვთავაზობენ ხალისიან, შემოქმედებით და გასართობ პროგრამას. 

9–14 დეკემბერი – ტრადიციული საქველმოქმედო კვირეული!

09 Dec 2013

9–14 დეკემბერს  ევროპულ სკოლაში ტრადიციისამებრ ტარდება საქველმოქმედო კვირეული.მოსწავლეები,მასწავლებლები და მშობლები  აგროვებენ სურსათსა და ტკბილეულს. ეხმარებიან  მოხუცთა და ბავშვთა სახლებს. 13 დეკემბერს მოეწყობა მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა. 14 დეკემბერს კვირეული დაასრულებდება საქველმოქმედო კონცერტით (მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები და სკოლის ბენდი). 

ყურადღება!

09 Dec 2013

ევროპულ სკოლაში I  სემესტრში სასწავლო პროცესი სრულდება 2013 წლის 25 დეკემბრიდან. II  სემესტრში სასწავლო პროცესი განახლდება 2014 წლის 20 იანვარს. V-X კლასებში სასწავლო პროცესი გრძელდება 23 დეკემბრის ჩათვლით.გამოცდა –24 დეკემბერი. XI -XII კლასებში სასწავლო პროცესი გრძელდება 18  დეკემბრის ჩათვლით. საგამოცდო კვირეული– 19–25 დეკემბერი. 

ყურადღება!

08 Dec 2013

ორშაბათს, 9 დეკემბერს, 15.00 საათზე, ”ევროპული სკოლის” სპორტულ დარბაზში შედგება ამხანაგური შეხვედრა კალათბურთში ”ევროპული სკოლისა” და თბილისის N64-ე საჯარო სკოლის VII-VIII კლასელთა ნაკრებ გუნდებს შორის.

ღია გაკვეთილების შედეგები სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში

08 Dec 2013

დასრულდა ღია გაკვეთილები ”ევროპული სკოლის” სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში, რომლებიც 2-დან 6 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. 

ცხადდება ხატვის სტუდიის კონკურსი ”ჩვენი სკოლა”

06 Dec 2013

ევროპული სკოლის ხატვის სტუდია (ხელმძღვანელი ანა მინდიაშვილი) სტუდიის მოსწავლეთათვის ატარებს კონკურსს თემაზე ”ჩვენი სკოლა”. კონკურსზე ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური.  

სპორტული ბანაკი ბაკურიანში

05 Dec 2013

ყურადღება!3 იანვრიდან 13 იანვრამდე ეწყობა შეკრება (სპორტული ბანაკი) ბაკურიანში, სასტუმრო "საბაში" (პარკთან ახლოს).მომსახურეობის პაკეტში შედის სამჯერადი კვება, თხილამურებით სრიალი, დახურული აუზი, კულტურული და გასართობი პროგრამა და ტრანსპორტირება თბილისიდან ბაკურიანამდე და უკან.დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ 599 900862 ან 597 999822ირაკლი ჯაოშვილი.

ჩვენი სტუმარია მწერალი და დრამატურგი დათო ტურაშვილი

04 Dec 2013

ევროპულ სკოლის XI ბ კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეკლა ბერაძე მასპინძლობენ მწერალსა და დრამატურგს დათო ტურაშვილს.გიწვევთ, 5 დეკემბერს 17.oo საათზე სკოლის ბიბლიოთეკაში.