ახალი ამბები

#tiflisi23 #eypgeorgia15

09 Dec 2023

“ტიფლისი 2023“ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი 17-21 ნომბერს გაიმართა. მასში 20 ქვეყნის 140- მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და ერთად იზეიმა საქართველოს ახალგაზრდა ევროპელების 15 წლიანი ისტორიის მქონე ერთობა.

მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ

09 Dec 2023

“სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველომ” საგანმანთლებლო დაწესებულებებისთვის ახალ პროექტი «მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ» დაიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროპულ სკოლაში გაიმართა. შეხვედრას მე-8, მე-9 და მე-10 კლასის 40 მდე მოსწავლე დაესწრო. ახალგაზრდებთან შეხვედრას “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე შუბითიძე გაუძღვა.

პოზიტიური კომუნიკაცია

04 Dec 2023

თანამშრომელთა კეთილდღეობა “ევროპულ სკოლაში“ ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა, კომპანიის ეთოსის შესაფასებლად და ორგანიზაციული კულტურის გასაანალიზებლად, სკოლაში მოიწვია განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ქოუჩი პაატა პაპავა. მოწვეულ სტუმართან თანამშრომელთა შეხვედრამ, რომელიც ორგანიზაციული თოქ შოუს ფორმატში გაიმართა, შეხვედრის მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რა როლი აქვს პოზიტიურ კომუნიკაციას სასკოლო კულტურაში და როგორ უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის გაძლიერება.

შემოდგომის ფესტივალი

02 Dec 2023

დღეს “ევროპულ სკოლაში“ შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა, მონაწილეები შემოდგომის ფერებში გამოეწყვნენ, შემოდგომის თემაზე შექმნილი დეკორაციები გამოჰფინეს, მონაწილეობა მიიღეს ხილის კალათების კონკურსში, სახის მოხატვასა და თუ ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვაში. შემოსული თანხით მოზარდები დაეხმარებიან კამპანიას “ერთად აჩისთვის“.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ოქროს პეპელა“

30 Nov 2023

დასრულდა საბავშვო ფილმების რიგით მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“. 27 ქვეყნის 20 წლამდე ახალგაზრდების მიერ შექმნილი 45 ფილმი იღებდა კონკურსში მონაწილეობას “ოქროს პეპელას“ მოსაპოვებლად. გადაღებები, კინოხელოვანებთან შეხვედრები, ვორქშოპები, გასვლითი ღონისძიებები - კინოს ნორჩი ფანებისთვის ამ აქტივობებმა ფესტივალი ერთ დიდ დღესასწაულად აქცია.

საერთაშორისო კონფერენცია

30 Nov 2023

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით 2023 წლის 20 ნოემბერს გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“.

ექიმები სკოლაში - ოტორინოლარინგოლოგის ვიზიტი

30 Nov 2023

22 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ ეწვია ოტორინოლრინგოლოგი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ბატონი გაგა ყულიაშვილი. ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს მოწვეულმა სტუმარმა წარუდგინა პრეზენტაცია საინტერესო თემაზე “ზამთარი და ყელყურცხვირის გასაჭირი“.

ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“

23 Nov 2023

ლიტერატურული კვირეული განსაკუთრებული, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი იყო მოსწავლეებისთვის. წიგნების ფესტივალი, ახალი გამოცემების წარდგენა, ლიტერატურული ვიქტორინის გამარჯვებულთა დაჯილდოება, მწერლებთან: მარიამ წიკლაურთან, რატი ჩიქოვანთან შეხვედრა, ჯგუფი “ნუ მიეყრდნობის" კონცერტი და ბოლოს, კვირეულის კულმინაცია - მწერალი დათო ტურაშვილის მასპინძლობა, მოზარდებისთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ ლიტერატურის მნიშვნელობაზე და გაეთავისებინათ წიგნის კითხვის მშვენიერება.

“მიკრობიოტას“ ეკოაქტივობა

21 Nov 2023

“ევროპულმა სკოლამ“ “მწვანე“ წლის აქტივობების ფარგლებში კომპანია “მიკრობიოტას“ უმასპინძლა. სტუმრები ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ, იაპონიაში მიკრობიოლოგ ტეირო ჰიგას მიერ შემუშავებული მიკროორგანიზმული ნაერთი EM (ეფექტური მიკროორგანიზმები) წარუდგინეს და სოფლის მეურნეობაში, ეკოლოგიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ეასუბრნენ. მოზარდებმა დაამზადეს ე.წ EM ბომბები, რომლებსაც მოგვიანებით გამოიყენებენ წყლის სისტემების გასაჯანსაღებლად.