ახალი ამბები

ევროპული სკოლა აღნიშნავს ევროპის დღეს

02 May 2014

ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროპული სკოლა ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:• 5 მაისი, 13:00 საათი - ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე. დაესწრება ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ IV კლასის მოსწავლეები.• 5 მაისი, 15:30 საათი - ვიქტორინა გზა ევროპისკენ“• 6 მაისი, 15:30 საათი - ევროპული ცეკვების კონცერტი. მონაწილეობენ მიიღებენ ევროპული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები

ყურადღება!

02 May 2014

7 მაისს, 15სთ.15წთ-ზე სააქტო დარბაზში გაიმართება ინტელექტალური შეჯიბრი "რა, სად, როდის?“. მონაწილეობას იღებენ VIII-XI კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე

02 May 2014

8 მაისს ევროპულ სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღეა.

ES NEWS - 23 აპრილის გამოშვება

29 Apr 2014

გადაცემის თემებია:• ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული• თამაზ კვაჭანტირაძის "სასიტყვეთი"• აქცია "მე მიყვარს კითხვა"• "ბუნების ვაჟასეული ხედვის თავისებურებანი"• ერთი სიმღერის გაკვეთილი "ბავშვები ბავშვებს"• შეხვედრა პოეტ რატი ამაღლობელთან• ღია გაკვეთილი "ვაჟკაცობისას ამბობენ"• "ვკითხულობთ უფროსებთან ერთად". "PYP" მე-3 კლასის და მე-11 კლასის მოსწავლეები კითხულობენ "ტომ სოიერის თავგადასავალს"• პროექტი "ჩემი საყვარელი წიგნი"• "მოგზაურობა სიზმარეთში" ანუ შეხვედრა გაცოცხლებულ პერსონაჟებთან• პირველი კლასიკური გიმნაზია. სპექტაკლი "მედეა"• ამერიკელი სტუმრები "American High School-ში"

"გადავარჩინოთ დედამიწა“

29 Apr 2014

28 აპრილს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩატარდა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - "გადავარჩინოთ დედამიწა“ , სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკოხედვა/Ecovision“–ის მიერ პროექტის SPARE ფარგლებში. გამოფენაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის მოსწავლეები: ანა ბზიკაძე (V PYP კლასი), ანა მანია (VII კლასი), ანა ჯაფარიძე (VIII კლასი).

ინგლისური ენისა და ლიტერატურის კვირეული

25 Apr 2014

 გიწვევთ 2014 წლის 28 აპრილი - 4 მაისს ევროპულ სკოლაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის კვირეულზე გთხოვთ, მობრძანდეთ! 

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი"ოქროს პეპელა - 2014"

24 Apr 2014

2014 წლის 30, 31 მაისს და 1 ივნისს ევროპული სკოლა მეოთხედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს "ოქროს პეპელა". ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.

ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული

17 Apr 2014

გიწვევთ 2014 წლის 23 – 26 აპრილს ევროპულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულზე გთხოვთ, მობრძანდეთ!      

სპექტაკლი - "ოცდამეერთე საუკუნის თვალით დანახული მითოლოგია"

17 Apr 2014

  სამშაბათი, 22 აპრილი, 16:00 საათი თბილისის კლასიკური გიმნაზია