შეხვედრა ნარკოლოგთან

15.05.2019

14 მაისს “ევროპულ სკოლას“ ეწვია ექიმი-ნარკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბემონის“ წარმომადგენელი თამარ სირბილაძე. “ბემონი“ 20 წელია მუშაობს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის საკითხებზე.
ექიმმა მოზარდებს ესაუბრა რა არის ნარკოტიკი, რას ნიშნავს წამალდამოკიდებულობა და ქცევითი დარღვევები. რა შედეგი მოაქვს ნარკოტიკების მოხმარებას და ინფორმაცია მიაწოდა სხვადსხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ.
მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამგვარი პრობლემური საკითხების განხილვა პროფესიულ დონეზე.

Share on: