წიგნის კვირეული PYP

10.04.2019

1-5 აპრილს წიგნის კვირეული PYP როგრამის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს როგორ გამოიმუშაონ კითხვის უნარ-ჩვევები, რომელიც მართლაც ტრანსდისციპლინური სწავლების მეთოდებს ეყრდნობოდა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია წიგნების, ავტორებისა და საყავრელი პერსონაჟების შესახებ. მათემატიკის გაკვეთლზე შექმნეს გრაფიკული ნამუშევრები კითხვის სტატისტიკის გამოსავლენად.
ბიბლიოთეკაში პოეზიის გაკვეთილზე ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე წაიკითხეს ლექსები, მოეწყო ლიტერატურული ვიქტორინაც. მოხატეს კედლის პლაკატები, გაზეთები და ჟურნალები. ლიტერატურული კვირეულის დასასრულს მოეწყო კოსტიუმირებული აღლუმი, სადაც ცნობილი პერსონაჟების კოსტუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს საყვარელი წიგნის გმირები. PYP პროგრამის ყველა ღონისძიება მომავალ თაობაში წიგნიერების დონის ამღლებას და წიგნის სიყვარულს ეძღვნებოდა.

Share on: