წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

01.02.2019

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მეოთხედ ჩატარდა., ”ევროპულ სკოლაშიც”, უკვე ტრადიციულად, AHS-ის მოსწავლეები წიგნებიდან მათ მიერ წინასწარ შერჩეულ ამონარიდებს უკითხავდნენ ერთმანეთს. სკოლის ბიბლიოთეკაში მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მკითხველები და მსმენელები. მოზარდებმა საყვარელი ავტორების კითხვისას გაჩენილი ემოციები და საფიქრალი გაუზიარეს თანატოლებს.
დღეს ბიბლიოთეკაში კონტაქტი უდაოდ შედგა…კონტაქტი თანატოლისა- თანატოლთან, სულისა -სულთან, მკითხველისა – წიგნთან….

Share on: