​მათემატიკის დღე “ევროპულ სკოლაში“

26.04.2018

26 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მათემატიკის დღე გაიმართა.

ღონისძიებები დაყოფილი იყო თემატურ სექციებად: “რეალური ამოცანები პროცენტებზე,“ “საველე მუშაობა მათემატიკაში,“ “შემაჯამებელი გაკვეთილი smart ტექნოლოგიის გამოყენებით,“ “აღმოვაჩინოთ ოქროს რიცხვები,“ და ა.შ. ღია გაკვეთილები დაფუძნებული იყო მოსწავლეთა მიერ ჩატარებულ კვლევებზე.

IB პროგრამის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერდისციპლინარულ ღია გაკვეთილებში, რომლებმაც მათემატიკა დააკავშირეს ქიმიასა და IB პროგრამის კიდევ ერთ საგანთან, ცოდნის თეორიასთან (TOK).

ჩატარებული დისკუსიების ფარგლებში, მოზარდებმა იმსჯელეს იმ მსგავსებებზე, რომლებიც არსებობს მათემატიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დღის ბოლოს “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, რომელმაც მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია სათაურით – “მათემატიკა ფორმულების გარეშე.“

Share on: