დირექტორის მისალმება

პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, საყვარელო ბავშვებო!

 ჩემო ძვირფასებო!

მე-10საიუბილეო წელი დადგა “ევროპული სკოლის” ისტორიაში!
ჩვენ ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი ეტაპი წარმატებით გავიარეთ მრავალფეროვან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და დღესდღეობით “ევროპული სკოლა”  მსოფლიო დონის საერთაშორისო სკოლაა.

განვლილი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ისტორიაში, რაზედაც მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2016 წლის ოქტომბერში სკოლას CIS  სრულუფლებიანი  წევრის სტატუსი მიენიჭა.

სულ რამდენიმე სიტყვით –  როგორ ვხვდებით ახალ 2017 წელს :

წარმატებული მოსწავლეებით, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გამორჩეული სტუდენტებით, საზღვარგარეთის პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებიდან მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებული ჩვენი საამაყო კურსდამთავრებულებით; კვალიფიცირებული, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პედაგოგების სიმრავლით; განახლებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კაბინეტ-ლაბორატორიებით… და, რაც მთავარია, ერთი მიზნისკენ მიმავალი საიმედო გუნდით, გულშემატკივარი თანამოაზრეეების მრავალრიცხოვანი არმიით.

გილოცავთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო! უამრავი სიხარულის, დიდი ბედნიერებისა და ახალ–ახალი წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი თითოეული თქვენგანისათვის და ჩვენი დიდი ოჯახის – “ევროპული სკოლისათვის”!