ისტორიად ქცეული სახელები

15 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ მე-9 და მე-10ა კლასის მოსწავლეები (პედაგოგები: თამარ ცაგარელი, მანანა შეყილაძე, მაია წენგუაშვილი და რუსუდან ბრეგაძე) ეწვივნენ მწერლის სახლს. მათ დაათვალიერეს ისტორიული შენობა და მოისმინეს ქალბატონ ნონა კუპრეიშვილის ლექცია თემაზე: “დავით სარაჯიშვილი და ილია ჭავჭავაძე“. მწერლის სახლმა “ევროპულ სკოლას“ საჩუქრად გადასცა დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წიგნი.

Share on: