მარათონი ,,ლისის ტბაზე"

შაბათს ,,ლისის ტბის” ტერიტორიაზე ,,ევროპული სკოლის” გუნდმა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად სპორტული მარათონი გამართა. სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი მორბენლები გამოვლინდნენ. მოსწავლეების გარდა მედლებითა და სერტიფიკატებით ყველაზე სწრაფი მშობლები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
მარათონი ,,ევროპული სკოლის” ღია კარის დღეს მიეძღვნა და აქტივისტმა მოსწავლეებმა სარეკლამო ფლაერებიც გაავრცელეს.

Share on: