საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა

“ევროპული სკოლის“ PYP პროგრამის მე-3 კლასის მოსწავლეები საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ოფისს ეწვივნენ. სკოლის PRმენეჯერმა ნინო კუსრაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის, PRსტრატეგიის, მარკეტინგული კამპანიებისა და ღონისძიებების მოწყობის შესახებ.
მოსწავლეები გაეცნენ პროფესიულ ლიტერატურას და მენეჯერისგან მიიღეს დავალება-მათ უნდა დაეწერათ მოკლე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ.
რამდენიმე დღის შემდეგ პატარა მენეჯერებმა საკუთარი ხელით დაწერილი და მხატვრულად გაფორმებული დავალებები ჩააბარეს PRმენეჯერს და გამოთქვეს სურვილი PRკამპანიებში მონაწილეობის მიღებისა.

Share on: