სკოლის ისტორია

ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა

ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა თავისი არსებობის მეათე წელს ითვლის. ის დაარსდა 2007 წელს.  ამ წელს მიიღო “ევროპულმა სკოლამ”  ლიცენზია საგანმანათლებლო საქმიანობაზე. სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით. “ევრპულმა სკოლამ” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა 2010 წელს, რეავტორიზაცია კი – 2016 წელს. ამჟამად ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლობს 350–მდე მოსწავლე.

სკოლის დაარსებიდანვე ჩვენი სტრატეგია ემსახურებოდა მოსწავლეთა მიერ აკადემიური ცოდნის მიღებასა და თანამედროვე სამყაროში ადაპტაციისათვის საჭირო უნარების განვითარებას, რასაც ემსახურება სკოლის  მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრები. ისინი, ამავდროულად, არიან სასკოლო სახელმძღვანელოების, სხვადასხვა ტრენინგ–მოდულების ავტორები თუ ტრენერები, ეწევიან სამეცნიერო საქმიანობას.

“ევროპული სკოლის” არაერთი მოსწავლე დაჯილდოვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოქროსა და ვერცხლის მედლებით.  მოსწავლეთა შორის არიან  საერთაშორისო კონკურსების, კონფერენციებისა და ოლიმპიადების გამარჯვებულები, ევროპული ახალგაზრდული პარლამენტისა და სხვადასხვა საერთაშორისო ბანაკის აქტიური მონაწილეები.