ღამე მუზეუმში

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 18 მაისს ტრადიციული ღონისძიება “ღამე მუზეუმში“ მოეწყო.
“ევროპული სკოლის“ IB MYP მერვე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც ჩატარდა გამოფენის: “საქართველო – ევროპა“ ფარგლებში და რომელიც ეძღვნებოდა მარჯორი უორდროპის 150 წლისთავს.
ლიტერატურის მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორი გამოფენა: “გიორგი ლეონიძე – 120, ლიტერატურის მუზეუმი – 90“ და “მარჯორი უორდროპ – 150“. გაეცნენ უნიკალურ ექსპონატებს – მემორიალურ ნივთებს, ხელნაწერებს, გამოცემებს. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ჯგუფური მუშაობა მარჯორი უოდროპის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის “განდეგილზე.“ შექმნეს ორენოვანი წიგნი, რომელიც გააფორმეს მხატვრულად. წიგნის ყდის ილუსტრაცია მიშიკო გაბაიძემ შექმნა.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების საქმიანობა საინტერესო აღმოჩნდა მუზეუმში მოსული დამთვალიერებლისთვისაც და თავადაც ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში.

Share on: