შეაჩერე გლობალური დათბობა!

15 მარტს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს თბილისის ქუჩებში. მოსწავლეებმა მოქალაქეებს შეახსენეს რა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ თუ ბუნებას არ გავუფრთხილდებით. გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელის ზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელიც სამომავლოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას.
აქცია ლოზუნგით “შეაჩერე გლობალური დათბობა“ “ევროპული სკოლის“ ეზოდან დაიწყო და “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“ დასრულდა.

Share on: