წიგნის დღე #აჩუქეწიგნი

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს ,,ევროპული სკოლის” დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნინო კუსრაშვილმა საბავშვო გამოცემა ,,აბა გამოიცანი როგორ მიყვარხარ” წაუკითხათ და საავტორო უფლებების შესახებ ესაუბრათ.
#აჩუქეწიგნის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები უსახსოვრეს. სასაჩუქრე გამოცემებზე კეთილი სურვილები წაუწერეს და ერთმანეთს სასიამოვნო კითხვა უსურვეს.
გიორგი კეკელიძის ინიციატივას #აჩუქეწიგნი ,,ევროპული სკოლა” აქტიურად შეუერთდა და მოსწავლეებიც ხალისით ჩაებნენ.

Share on: