გიორგი სიჭინავა

სამეთვალყურეო საბჭო

გიორგი სიჭინავა, რომელსაც საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და მომზადების სფეროში 12-წლიანი გამოცდილება აქვს, განაგრძობს მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთად მუშაობას და ნერგავს “ევროპული სკოლის“ მრავალმხრივ საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამას (Comprehensive College Counseling Program). პროგრამის მიზანია, სათანადოდ მოამზადოს მოსწავლეები უნივერსიტეტისათვის, კარიერისა და ცხოვრებისათვის.
გიორგის ბაკალავრის ხარისხი მინიჭებული აქვს სოციალურ მეცნიერებებში, ხოლო მაგისტრის ხარისხი – ეკონომიკაში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). გავლილი აქვს აშშ-ის ისეთი უნივერსიტეტების კურსები, როგორიცაა: დიუკის უნივერსიტეტი (Future of Higher Education), მერილენდის უნივერსიტეტი (Entrepreneurship), იელის უნივერსიტეტი (Introduction to Psychology), პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლა (პროგრამა შეიცავდა ოთხ კურსს: Success, Influence, Improving Communication Skills და Leading the Life You Want). გიორგი იზიარებს შეხედულებას, რომ განათლება მუდმივი პროცესია და რეგულარულად მონაწილეობს College Board-ის, NACAC-ისა (National Association for College Admissions Counseling) და CIS-ის (Council of International Schools) პროფესიული განვითარების ვორქშოფებსა და სემინარებში.
როგორც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის (ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა) კურსდამთავრებულმა, გიორგიმ შეიძინა მდიდარი გამოცდილება (სტრასბურგის დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი (2016), რომელიც დემოკრატიისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად განათლების როლს ეძღვნებოდა). ის რეგულარულად ესწრება საერთაშორისო საგანმანათლებულო ფორუმებს (მაგ: Global Forum on International Admission and Guidance), აღნიშნული გამოცდილება კი საერთაშორისო განათლების ტრენდებისა და საუკეთესო პრაქტიკების მიმართულებით კონსულტაციების გაწევის საშუალებას აძლევს.
როგორც ორი სტანდარტიზებული ტესტებისათვის მოსამზადებელი ცენტრისა და საუნივერსიტეტო ორიენტაციის ორგანიზაციის დამფუძნებელი (2009-2014 წ.წ.: GS Solutions და 2014 წ.: GS Academy), გიორგი თავის ცოდნასა და გამოცდილებას ეფექტურად იყენებს: ეხმარება მოსწავლეებს სკოლაში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში წარმატების მოპოვებაში და ამ მხრივ, საქართველოში საუკეთესო შედეგებს აღწევს.
გიორგის ფუნქციები სკოლაში (მოსწავლეებთან, მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებთან მუშაობა) და მისი საქმიანობა სამეთვალყურეო საბჭოში მიზნად ისახავს, გააძლიეროს ის ეფექტი, რომელიც “ევროპულ სკოლაში“ მიღებულ განათლებას მოაქვს.