გიორგი სიჭინავა - მრჩეველი საუნივერსიტეტო ორიენტაციის საკითხებში

მრჩეველი საუნივერსიტეტო ორიენტაციის საკითხებში

ტესტებისთვის მომზადებისა და საუნივერსიტეტო კონსულტაციების სფეროში ვმუშაობ 2007 წლიდან. აპლიკანტების მომზადებასა და საკონსულტაციო სესიებში გატარებული დრო და დაგროვილი გამოცდილება მაძლევს საშუალებას დავეხმარო სტუდენტებს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრასა და დაფინანსების მიღებაში.

ჩაბარებული მაქვს SAT (2270), TOEFL (115), IELTS (8.5), GMAT (740) და GRE (332)-ს ტესტები. (2008-2015)

მაქვს მიზანი დავრჩე განათლების სფეროში და საგანმანათლებლო ინციატივებით, პროექტებით, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხელი შევუწყო განათლების სფეროს მოდერნიზაციას, ციფრული რევოლუციის გამოყენებას განათლებაში და საგანმანათლებლო რესურსებთან მეტი ადამიანის წვდომის უზრუნველყოფას.

2014 წელს დავაფუძნე საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი, GS Academy, რომლის სტუდენტებიც ახერხებენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრას. საერთაშორისო კონკურენციის გათვალისწინებით, ამ შედეგების ყოველწლიური გაუმჯობესება ავტომატურად მიუთითებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და მონდომებაზე.

ევროპულ სკოლასთან თანამშორმლობას დავთანხმდი დიდი სიამოვნებით, რადგან სკოლას აქვს მომავლის მკაფიო ხედვა, ღირებულების შექმნის პოტენციალი და რესურსი შექმნას განვითარების პირობები ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტებისთვის.