სოფო ფაცაცია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

დეპარტამენტის ხელმძღვანელები

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და მიენიჭა ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა მაღალმოლეკულურ  ნაერთთა ქიმიის განხრით. იყო პრეზიდენტისა და პ. მელიქიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ფუნქციური ჯგუფების შემცველი სავარცხლისებური აღნაგობის სილიციუმორგანული ოლიგომერების სინთეზი და კვლევა“.

ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და “ევროპულ სკოლის“  საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაში  (MYP, DP)  ქიმიის მასწავლებლად. არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი ქიმიისა და ზოგადი პროფესიული უნარების მიმართულებით.  მუშაობდა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ლაბორანტად. ასევე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში ქიმიის ინგლისურენოვან მასწავლებლად. იყო ასოცირებულ პროფესორი საქართველოს საავიაციო უნივესიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  არის 10 სამეცნიერო სტატიისა და ქიმიის  სახელმძღვანელოს ავტორი.