ალექსანდრე გიორგიძე - სპორტული ღონისძიებების კოორდინატორი

ალექსანდრე გიორგიძე დაიბადა 29 ივნისს 1980 წელს. ის სწვალობდა მე-18 საშუალო სკოლაში. 1998 წელს დაამთავრა დიპლომატიური ლიცეუმი. 1998-2004 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია. 2000-2003 მიიღო მეორადი იურიდიული სპეციალობა. გაიარა მომზადება გეოგრაფია-გეოლოგიაში და არქეოლოგიაში. დღემდე ირიცხება როგორც დოქტორანტი თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით კონფლიქტების მართვა. ის მონაწილეობდა რამოდენიმე კონფერენციაში. ასევე თანაავტორია ისტორიის მე-5 კლასის სახელმძღვანელოსი. ის მუშაობს მასწავლებლად 2003 წლიდან. მუშაობდა რამოდენიმე სკოლაში და უნივერსიტეტში. ასწავლიდა საგნებს: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ფიზკულტურა და ტურიზმი.
ის მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილედ, ასევე კოორდინატორად განათლების სამინისტროში. მან 2013 წელს გაიარა IB გეოგრაფიის და CAS კოორდინატორის ონლაინ ტრენინგები შვეიცარიაში. 2012 წელს მან გაიარა USAID-ის მიერ ორგანიზებული მასწავლებლის ტრენინგი. 2012 წლიდან ის მუშაობს “ევროპულ სკოლაში”, როგორც მასწავლებელი და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი.
ის მისდევს აქტიური ცხოვრების წესს. იყო ორგანიზატორი რამოდენიმე სტუდენტური აქტივობის და მოძრაობის. ასევე მოგზაურობს ბევრს ნებისმიერი სახის ტრანსპორტით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკრავს მუსიკალურ ბენდში, თამაშობს რაგბს და კალათბურთს. არის გამოცდილი მოლაშქრე და ალპინისტი. არის “რა? სად? როდის ?” კლუბის გამოცდილი წევრი.
ამჟამად ის მუშაობს ამერიკული სკოლის გეოგრაფიის და ისტორიის მასწავლებლად და ასევე კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორად.