ნანა მოსიძე

სამეთვალყურეო საბჭო

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. ნანა მოსიძე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის კათედრის ლაბორანტად, ქიმიის პედაგოგად. 1991-2006 წლებში იგი მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთავის ქართული გიმნაზიის დირექტორად. 2007-2017 წლებში მუშაობდა “ევროპული სკოლის“დირექტორად და 2017 წლის 3 აგვისტოს არჩეულ იქნა ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ნანა მოსიძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.