სოფია ბაზაძე

აკადემიური დირექტორი

სოფიო ბაზაძემ წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისადა ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ინგლისური პრერაფაელიტიზმი დაელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი“.

სოფიო ბაზაძე 1997-2003 წლებში მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე და ასევე საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. ამავე წლებში მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად; იყო ნიუპორტ-ქუთაისის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, თარჯიმანი.

2003-2006 წლებში სოფიო ბაზაძე ასწავლიდა ბიზნეს ინგლისურს ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტში. ამავე წლებში მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნებისსახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.მოგვიანებით იყო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტში და რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი.

შემდეგ წლებში სოფიო ბაზაძე ასწავლიდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA), ხოლო 2012 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

“ევროპულ სკოლაში“ ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა 2007 წელს დაიწყო და აქვე იყო ინგლისური ენის კათედრის გამგე, მოგვიანებით კი საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზისო  პროგრამის კოორდინატორი.

2017 წლიდან სოფიო ბაზაძე ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორია.

სოფიო ბაზაძეს გავლილი აქვს IB საერთაშორისო ტრენინგები სტამბოლში, ათენში.მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატი (English Book in Georgia, Macmillan Education). არის ფულბრაიტის (Fulbright American Studies Institutes)სტიპენდიანტი და ამ პროგრამით 2001 წელს სწავლობდა ნიუ იორკის სახელმწიფოუნივერსიტეტში, სადაც მოამზადა სამაგისტრო პროგრამა ამერიკული ლიტერატურისისტორიაში. მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგანათლებისა და კულტურულ საქმეთა საბჭოს სერტიფიკატი და გრანტი პროექტიდან“დასავლელ და აღმოსავლელ ქალთა ქსელი“.

2010-2011 წლებში სოფიო ბაზაძემ გაიარა მასწავლებელთა განვითარების პროგრამა CELTA დიდ ბრიტანეთში (ნიუ კოლეჯ ნოტინჰემი). გარდა ამისა ყოვეწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში (აშშ, პოლონეთი, ინდონეზია, თურქეთი). ხელმძღვანელობს სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო შრომების მომზადებას, არის სადისერტაციო ნაშრომების რეცენზენტი. გამოქვეყნებული აქვს 28 სამეცნიერო შრომა და ერთი მონოგრაფია.