კონფერენციები და ოლიმპიადები

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, რაც უდიდეს როლს თამაშობს მათი მოტივაციის ამაღლებაში და უფრო მეტს აძლევს მოზარდებს, ვიდრე გამარჯვებულთა პრიზებია. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობით ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ საფუძვლიანი გამოცდილება, განივითარონ უნარები, გააანალიზონ და შეაფასონ შედეგები. კონფერენციები არის საუკეთესო საშუალება კვლევის, საჯარო გამოსვლების, წერის უნარების განსავითარებლად დაცულ და ორგანიზებულ გარემოში. ჩვენი მოსწავლეები ურთიერთობენ ახალგაცნობილ ადამიანებთან და იფართოებენ სამეგობრო წრეს. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდასა და თავდაჯერებულობას. გაეროს, ნატოს მოდელირება, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის კონფერენციები აფართოებს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ცოდნას გლობალური პრობლემების შესახებ. მათმა აზრმა, ორიგინალურმა იდეებმა შეიძლება, წვლილი შეიტანოს მსოფლიო პრობლემების გადაჭრის საქმეში.

ოლიმპიადები:

  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;
  • სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა;
  • Kings-ის ოლიმპიადა მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებში;
  • WITS სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენასა და მათემატიკაში;
  • SMART ოლიმპიადა მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებში;
  • ITYM – ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი ბულგარეთში;
  • ოლიმპიადა “დიდაქტიკა”
  • ოლიმპიადა “ევერესტი“
  • ოლიმპიადა” მათემატიკის დღე”
  • მათემატიკის ტურნირი “Kangaroo”;
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი კონკურსი ”JUNIOR ATSUHACK”;
  • ოლიმპიადა VERITAS;
  • ოლიმპიადა “შერლოკი“
  • ოლიმპიადა Genius – International High School Environmental Project;
  • რობოტიკის საერთაშორისო შეჯიბრი თურქეთში.

კონფერენციები და კონკურსები

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია;
  • მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ”სკოლა ეკოლოგიისთვის” ქ. ბერლინში;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი ”ოქროს საწმისი;”
  • საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოებისა და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეგიდით პროფ. ნ. ბერუჩაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გეოვიქტორინა;
  • ლოგიკური თამაშების ლიგა;
  • გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის კონფერენცია მოსწავლეთათვის;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკი;
  • სწავლა-სწავლების საერთაშორისო კონფერენცია.
  • Lytham St Annes კლასიკის ასოციაციის კონკურსი
  • მართლწერის კონკურსი Spelling Bee