საუბრები ფსიქოლოგთან - როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაცია

ევროპული სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს ,,საუბრები ფსიქოლოგთან”.
ამჯერად, სკოლის ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი ჩვენი პირველკლასელების მშობლებს შეხვდა სკოლასთან მათი შვილების ადაპტაციის თემაზე სასაუბროდ.
შეხვედრაზე მშობლებს მიეწოდათ რეკომენდაციები სკოლასთან ბავშვის შეჩვევის პროცესის ხელშეწყობაზე. ამასთანავე, ფსიქოლოგმა მათ ასწავლა მეთოდები ბავშვებში შემეცნებითი პროცესების (აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება და წარმოსახვა) ეფექტური განვითარებისათვის.

Share on: